,,დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, ამ გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ“- ალექსეი რეზნიკოვი

,,დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, ამ გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ“- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა ენდობოდა თავის მეზობელს, რომელთანაც ბუდაპეშტის მემორანდუმს მოაწერა ხელი და საკუთარ ჯარზე არ ზრუნავდა.

„დღეს ჩვენ ქვეყნის გადარჩენისთვის ვიბრძვით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ დამოუკიდებლობის უფლებას. ჩვენ 30 წელზე მეტია დამოუკიდებლად ვცხოვრობთ, ჩვენს საზღვრებში შევქმენით აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყანა, ამიტომ დღეს შეიძლება მეტს ვიხდით იმის გამო, რომ საკუთარ არმიაზე არ ვზრუნავდით. ერთადერთი შეცდომა, რომელიც დანამდვილებით შემიძლია დავასახელო – ძალიან ვენდობოდით მეზობელს, რომელმაც ჩვენთან ბუდაპეშტის მემორანდუმი გააფორმა. ეს არის საერთაშორისო შეთანხმება და ჩვენ ისე გვჯეროდა ამ შეთანხმების, რომ არ ვფიქრობდით, რომ ჩვენს არმიაზე ზრუნვის გარეშე მტრის არმიაზე ზრუნვა მოგვიწევდა. დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, ამ გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მსგავსი თემები