„ცინიკურად გვისურვებს „მშვიდობიან ცას“ ჩვენი დაბომბვით“ – პოდოლიაკი ლუკაშენკოს მილოცვაზე

ბელორუსის პრეზიდენტის მილოცვას უკრაინული მხარე ცინიკურს უწოდებს.  როგორც პრეზიდენტს ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, ლუკაშენკოსეული  „მშვიდობიანი ცა“ სხვა არაფერია, თუ არა, ბომბების ცვენა.

„ლუკაშენკოს ნამდვილად სჯერა, რომ მსოფლიო ვერ ამჩნევს მის მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებში და ამიტომ ცინიკურად გვისურვებს „მშვიდობიან ცას“ ჩვენი დაბომბვით. ეს სისხლით გაჟღენთილი ჯამბაზობა აღრიცხულია და ექნება შედეგები – ბარბაროსული რუსეთის იმპერიის დაცემისთანავე“ , – აცხადებს პოდოლიაკი ლუკაშენკოს მოლოცვის წერილთან დაკავშირებით,

შეგახსენებთ, რომ  ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მშიდობიანი ცა და წარმატებები უსურვა.

პუტინის მეგობარი ლუკაშენკო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მსგავსი თემები