პუტინის მეგობარი ლუკაშენკო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

  ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას  დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მოლოცვის ტექსტი ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. „დარწმუნებული ვარ, დღევანდელი წინააღმდეგობები ვერ გაანადგურებს ორი ქვეყნის ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან გულწრფელ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ბელარუსი გააგრძელებს ჰარმონიის შენარჩუნებას, მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კონტაქტების განვითარებას ყველა დონეზე“, – აღნიშნულია ლუკაშენკოს მისალოც წერილში, რომელიც უკრაინას მშვიდობიანი ცას, ტოლერანტობასა და წარმატებებს უსურვებს. ლუკაშენკოს წერილს კი უკრაინული მხარე ცინიკურს უწოდებს.