ბორის ჯონსონი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა.

„პრემიერ-მინისტრი უკრაინის დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავზე კიევში ჩავიდა. მისი გზავნილია: უკრაინას შეუძლია და მოიგებს ამ ომს“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის გვერდზე.

კიევში ვიზიტით მყოფ ბორის ჯონსონს ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა და დიდი ბრიტანეთის მოქმედ პრემიერს თავისუფლების ორდენი გადასცა.

„დღეს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ მიუხედავად ყველაფრისა, მაქვს პატივი, ბორისს ყველა უკრაინელის სახელით გადავცე თავისუფლების ორდენი. ეს ჯილდო სრულად ასახავს ყველაფერს, რაც ბორისმა გააკეთა, აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი ევროპისთვის“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

მსგავსი თემები