,,თუ დავინახავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას პოლარიზაციის შემცირების სურვილი აქვს, საარჩევნო ბარიერის დაწევაზე ჩვენი ინტერესი გაიზრდება”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის დაწევა დამოკიდებული იქნება პოლარიზაციის ხარისხზე.

„თუ დავინახავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს სურვილი, შემცირდეს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, გაიზრდება ჩვენი ინტერესი, დაბლა დავწიოთ ბარიერი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, მეტად უნდა გავუფრთხილდეთ სახელმწიფოებრივ სტაბილურობას, სისტემის სტაბილურობას და ასეთ დროს უფრო მაღალი ბარიერი არის მიზანშეწონილი. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც იქნება დამოკიდებული პოლარიზაციის ხარისხზე, რომელიც კონკრეტულ მომენტში იქნება მოცემული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები