,,არც ISFED-ის და არც მსგავსი ორგანიზაციების ადგილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ არის”- ირაკლი კობახიძე

,,არც „ისფედის“ და არც მსგავსი ორგანიზაციების ადგილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ არის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  “სამართლიანი არჩევნები” არ გაემიჯნა მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალშიც აპირებენ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობას.

„ულტიმატუმს აყენებენ პირიქით ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც საუბრობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. რაც შეეხება ISFED-ს, მის მიმართ ჩვენი პოზიცია იყო ძალიან რბილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციამ გააყალბა PVT (ხმების პარალელური დათვლა) და მიუხედავად იმისა, რომ ის გამოდიოდა პირდაპირ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნით, ჩვენ მათ შევთავაზეთ, გამიჯვნოდნენ ამ მოთხოვნას და ასეთ შემთხვევაში, მათ ექნებოდათ სამუშაო ჯგუფში ჩართვის შესაძლებლობა. თუმცა აქაც კი მათი პოზიცია იყო ძალიან ხისტი, რაც მიანიშნებს, რომ ისინი მომავალშიც აპირებენ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობას. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, არც „ისფედის“ და არც მსგავსი ორგანიზაციების ადგილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები