,,ISFED არის ასოცირებული თაღლითურ ორგანიზაციასთან, ეს დადასტურებული ფაქტებია”- კახა კალაძე

არ მინახავს ეს განცხადება, არ მომისმენია და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის საელჩო ამ განცხადებას გააკეთებდა, რადგან ISFED არის ასოცირებული თაღლითურ ორგანიზაციასთან. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს დადასტურებული ფაქტებია, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.

კალაძის თქმით,  ISFED -ი დაკავებული იყო არჩევნების შედეგების გაყალბებით და საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

„მეორადი შედეგების დათვლა, რომელსაც ისინი აკეთებდნენ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საზოგადოებას. მიზანმიმართული მცდელობა იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ყველაზე რბილად რომ ვთქვათ და შევაფასოთ მათი ეს ქმედება, ეს იყო თაღლითობა. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოყოლოდა ჩაღრმავება, უფრო დეტალებში წასვლა, უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და პასუხი მოეთხოვათ ყველასთვის. მხოლოდ ხელმძღვანელის გადადგომით შემოიფარგლა ამ საქმის ჩახურვა, მე ეს არ მიმაჩნია სწორად. რა თქმა უნდა, დღესაც არ არის გვიან, სჭირდება უფრო დეტალებში შესვლა, რადგან ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ იყო იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელსაც ამზადებდა ოპოზიცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

,,აშშ-ს  სრული ნდობა აქვს ISFED-ის, ძალიან პატივსაცემი და გამოცდილი საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციის მიმართ”- კელი დეგნანი – (mcm.ge)

მსგავსი თემები