,,24 თებერვალს გვითხრეს: შანსი არ გაქვთ, 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინა”- ზელენსკი

,,24 თებერვალს გვითხრეს: შანსი არ გაქვთ. 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინა!,”-  ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმართა.

ზელენსკის თქმით, ახლა აღარავინ იტყვის უკრაინზე, რომ ის სადღაც რუსეთთან მდებარეობს

„ექვსი თვის წინ რუსეთმა გამოგვიცხადა ომი. 24 თებერვალს მთელ უკრაინაში აფეთქებებისა და სროლების ხმა გაისმა და 24 აგვისტოს არ უნდა მოგვესმინა სიტყვები „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“. 24 თებერვალს გვითხრეს: შანსი არ გაქვთ. 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინა! ამ ექვს თვეში ჩვენ შევცვალეთ ისტორია, შევცვალეთ სამყარო და შევცვალეთ საკუთარი თავი. მთელმა მსოფლიომ გაიცნო უკრაინა, ვინ არიან უკრაინელები და რას წარმოადგენს ის. ახლა აღარავინ იტყვის მასზე, რომ ის სადღაც რუსეთთან მდებარეობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ახლა უკრაინისთვის ომის დასასრული იქნება გამარჯვება რუს ოკუპანტებზე.

„ექვსი თვეა, ვუძლებთ. ყოველი ახალი დღე არის იმის ახალი მიზეზი, რომ არ დავნებდეთ. ამდენი რამის გავლის შემდეგ, არ გვაქვს უფლება, ბოლომდე არ მივიდეთ. რა არის ჩვენთვის ომის დასასრული? ჩვენ ვამბობდით: მშვიდობა. ახლა ჩვენ ვამბობთ: გამარჯვება. ჩვენ არ ვეძებთ ტერორისტებთან ურთიერთგაგებას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები