,,ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისთვის მზად არ ვართ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის,  ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ფრონტის ხაზზე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას არ ემხრობა. მისი თქმით, უკრაინა  ქვეყნის სამხრეთზე  რუსეთის კონტროლის შენარჩუნებას არ დაეთანხმება.

„იმ ადგილზე, სადაც ახლა ვიმყოფებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისთვის მზად არ ვართ. ჩვენ ავხსენით, რომ არ იქნება მინსკი 3, ან მინსკი 5 თუ 7. ამ თამაშს არ ვითამაშებთ. დავკარგეთ ტერიტორიების ნაწილი და მათ ეს ძალიან კარგად იციან. ჩვენგან ეს ყველამ მოისმინა, რადგან ეს სატყუარაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით,  რუსეთის დასამშვიდებლად უკრაინა არანაირ პირობას არ დათანხმდება.

„შემდეგ იქნება რაღაც პირობები. ეს გაგრძელდება რამდენიმე წელი. ჩვენ კი ამ დროს არ გვექნება გასასვლელი ზღვაზე, არაფერი გვექნება. შემდეგ, ერთი წლის მერე მობრუნდებიან და მივლენ ნიკოლაევში, ოდესაში. ჩვენ ვხვდებით, რა ხდება. შემდეგ კიდევ მოინდომებენ მობრუნებას, მაგალითად ჩვენს დედაქალაქში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები