„რუსეთმა ყირიმი  უკრაინის სხვა ნაწილებიდან მარცვლეულის მოსაპარად გამოიყენა”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კრემლის მხრიდან ცინიკური ნაბიჯია, იარაღად გამოიყენოს შიმშილი და უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტოს.

მიშელმა სიტყვით გამოსვლისას შეშფოთება გამოვთქვა   ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უწყვეტი დაბომბვის გამო.

„რუსეთმა ყირიმი გამოიყენა უკრაინის სხვა ნაწილებიდან მარცვლეულის მოსაპარად. ყირიმში რუსეთის სამხედრო ყოფნამ მოახდინა უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადა და ვხედავთ ამის სასტიკ შედეგებს, უკრაინის ეკონომიკის დაზიანება და გლობალური სურსათის უსაფრთხოების კრიზისი, განსაკუთრებულად დაუცველ ქვეყნებში. ვიტყვი მკაფიოდ, ეს არის კრემლის მიერ წინასწარგანზრახულად და ცინიკურად იარაღად შიმშილის გამოყენების მცდელობა. ჩვენ ასევე შეშფოთებას გამოვთქვამთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უწყვეტი დაბომბვის გამო. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საერთაშორისო ექსპერტებს დაშვების უფლება და მხარი დაუჭიროს დემილიტარიზებული ზონის შექმნას სადგურის გარშემო“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი თემები