ქუთაისში, ჭახათას დასახლებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 5 ათასი კვ. მეტრი ფართობი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახის საფარს გაუჩნდა.
ძლიერი ქარის და ადგილზე წიწვოვანი ტყის არსებობის გამო, ხანძრის მასშტაბის გაზრდის საფრთხე იყო.
ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.