,,მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე უკრაინელები გაათავისუფლებენ ხერსონს”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედიდან” განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე უკრაინელები  ხერსონს გაათავისუფლებენ. მისივე თქმით, რუსეთს 4-5 თვის არტილერიის მარაგი დარჩა.

,,ივლისის დასაწყისიდან დონბასშიც კი რუსები პრაქტიკულად ვერ წავიდნენ წინ. მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე უკრაინელები გაათავისუფლებენ ხერსონს, ერთადერთ რეგიონულ ცენტრს, რომელიც შემოჭრის შემდეგ აიღეს რუსებმა.  რუსეთს დარჩა არტილერიის 4-5 თვის მარაგი მაშინ, როცა უკრაინის საარტილერიო არსენალი მუდმივად იზრდება. ძირითადი იარაღი დასავლეთიდან უკრაინაში შევა შემოდგომაზე.  ჩემთვის მაინც მთავარი მაჩვენებელი არის ის, რომ უკრაინელების 90%-ზე მეტს სჯერა გამარჯვების. უკრაინელები, როგორც წესი, კარგად არიან ინფორმირებული და პროპაგანდას არ უჯერებენ. ისინი საკუთარ ინფორმაციას და დასკვნებს ეყრდნობიან,”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები