,,ჩვენი ერთგულება თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინისადმი არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი“- ურსულა ფონ დერ ლაიენი

„ჩვენი ხალხი არასდროს ყოფილა ასე ახლოს და ჩვენი ერთგულება თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინისადმი არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი“, – ამის  შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, კიევში მიმდინარე „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე განაცხადა.

მისივე თქმით, ,,უკრაინისთვის ევროკავშირის კარის დახურვის მცდელობით, პუტინმა მიიღო საწინააღმდეგო შედეგი მიიღო”.

„ევროკავშირი უკრაინის უახლოესი მეგობარი და საერთაშორისო სამართლის დამცველია. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას. ჩვენ თქვენთან ვართ. ჩვენ თავიდანვე თქვენთან ერთად ვიყავით ამ ეგზისტენციალურ ბრძოლაში“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები