,,ხალხის მიერ არჩეული ყველა ლიდერის მოვალეობაა უკრაინას მხარი დაუჭიროს” – ანჯეი დუდა 

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ხალხის მიერ არჩეული ყველა ლიდერის მოვალეობაა, უკრაინას მხარი დაუჭიროს. მისივე თქმით, უკრაინა იბრძვის სამართლიანობისა და მშვიდობისთვის მსოფლიოში, რომ საერთაშორისო კანონის უზენაესობა აღდგეს.

„როდესაც ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას წარმოადგინოს მთელი ერი, მაშინ მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს ზოგჯერ დაკავშირებულია საფრთხეებთან. ჟურნალისტებო თქვენ გეშინიათ აქ ყოფნის? ამ მოედანზე რომ ხართ? ჩვენ აქ ვართ დღეს, რათა ჩვენმა უკრაინელმა ძმებმა ნახონ, რომ მათ გვერდით ვართ, არა მხოლოდ სულისკვეთებით, არამედ ფიზიკურადაც. პოლონეთის დელეგაცია აქაა და წარმოადგენს პოლონეთის მთავრობას. დღეს ჩვენ ვზეიმობთ უკრაინასთან ერთად და ვაჩვენებთ, რომ უკრაინა თავისუფალია, სუვერენულია, დამოუკიდებელია და იბრძვის. ის იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ის იბრძვის სამართლიანობისა და მშვიდობისთვის მსოფლიოში, რომ საერთაშორისო კანონის უზენაესობა აღდგეს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ხალხის მიერ არჩეულ ყველა ლიდერის მოვალეობაა, რომ ამ იდეას დაუჭიროს მხარი. დაუჭიროს მხარი სახელმწიფოს, რომელიც ამ იდეას იცავს. სწორედ ამიტომ ვარ დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით, ჩვენს უკრაინელ ძმებთან, მეგობრებთან“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

ცნობისთვის, ანჯეი დუდა „ყირიმის პლატფორმის“ კონფერენციაზე დასასწრებად ჩავიდა.

მსგავსი თემები