,,ის რუსეთის გამარჯვებისთვის დაიღუპა”- ალექსანდრ დუგინი შვილზე

კრემლის პროპაგანდისტმა ალექსანდრ დუგინმა,  შვილის პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დარია დუგინა რუსეთის გამარჯვებისთვის დაიღუპა.

,,ის ჩვენი გამარჯვებისთვის დაიღუპა, რუსეთის გამარჯვებისთვის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მართლმადიდებლობისთვის. ბავშვობიდან მისი პირველი სიტყვა, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასწავლეთ, იყო რუსეთი: ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, ჩვენი იმპერია. მას არაფრის ეშინოდა და ტრადიციის ფესტივალზე, როცა ბოლოს ვისაუბრეთ, მან მე მითხრა: “მამა, მე თავს მეომრად, გმირად ვგრძნობ. მე მინდა რომ ასე ვიყო, სხვა ბედი არ მსურს. მინდა ვიყო ჩემს ხალხთან, ჩემს ქვეყანასთან”, – განაცხადა ალექსანდრ დუგინმა.

ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა 20 აგვისტოს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.

 

მსგავსი თემები