,,სწორად აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ, რომ ოპოზიცია ჩამოყალიბდა როგორც “სეზონის გიჟები”- რატი იონათამიშვილი

,,ნამდვილად აღარ მეგონა, თუ ეს რადიკალური ოპოზიცია კვლავ აქციებზე და ქუჩაზე დაიწყებდა საუბარს, მას შემდეგ რაც მათი თითოეული მსგავსი ქმედება დიდი კრახით დასრულდა,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველი მომდევნო მარცხი კიდევ უფრო მტკივნეული და დასამახსოვრებელი იქნება ოპოზიციისთვის.

,,ძალიან სწორად აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ, რომ ოპოზიცია ჩამოყალიბდა როგორც “სეზონის გიჟები”. ისინი ფაქტია, რომ ყოველ თვეს ცდილობენ – შემოდგომაზე, გაზაფხულზე, ზაფხულში, გავლენა მოახდინონ ქართულ პოლიტიკაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ ბუჩქების უკან იმალებიან და საზოგადოების წინ გამოჩენის სიმამაცე არ ჰყოფნით ხოლმე. ეს ყველაფერი არის სამართლიანი შედეგი იმ უპასუხისმგებლო და უსამშობლო დამოკიდებულებისა, რომელიც ამ ადამიანებს გააჩნიათ. ნამდვილად აღარ მეგონა, თუ ეს რადიკალური ოპოზიცია კვლავ აქციებზე და ქუჩაზე დაიწყებდა საუბარს, მას შემდეგ რაც მათი თითოეული მსგავსი ქმედება დიდი კრახით დასრულდა. მაგრამ თუ კიდევ ამაზე დაიწყებენ საუბარს, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვინაიდან ეს საუკეთესო საილუსტრაციო პროცესია მათი რეალური სახის წარმოსაჩენად. ვფიქრობ, ყოველი მომდევნო მარცხი კიდევ უფრო მტკივნეული და დასამახსოვრებელი იქნება მათთვის”,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები