,,ისფედმა” შეცდომა აღიარა,  ანგარიშსწორების დრო ახლა არაა”- ლევან იოსელიანი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი  “ქართული ოცნების” თავმჯდომარის რაკლი კობახიძის, განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებთან” დაკავშირებით გააკეთა. იოსელიანის თქმით, ორგანიზაციამ შეცდოა აღიარა და ახლა ასეთი ტიპის ანგარიშსწორების დრო არ არის.

,,ისფედთან” დაკავშირებული საკითხი მარტივი და ნათელია – ორგანიზაციას, რომელსაც არ გაუკეთებია არცერთი მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო განცხადება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, მგონია, რომ საარჩევნო ჯგუფებში წარმოდგენილი უნდა იყოს. ვინ რომელ აქციას ესწრებოდა, ამის გამო ორგანიზაციის დაბლოკვა გამართლებულად არ მიმაჩნია. მითუმეტეს, ორგანიზაციის, რომელსაც ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს საარჩევნო საკითხებში. კი, მოუვიდათ შეცდომა 2020 წლის არჩევნებზე, მაგრამ ეს შეცდომა “ისფედმა” აღიარა. მისი ხელმძღვანელი გადადგა და ვფიქრობ, ახლა ასეთი ტიპის ანგარიშსწორების დრო არ არის, როდესაც უფრო დიდი გამოწვევა გვაქვს ქვეყანას წინ, რაც დაკავშირებულია კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ნებისმიერი პროცესი, რომელიც ინკლუზიურ გარემოს ანგრევს და დანაწევრებას იწვევს, 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი მთავარი პუნქტის შეუსრულებლობას გულისხმობს, რომელიც ამბობს, რომ დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს და პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები