მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმების გამო, აშშ ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს, უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსეთი  უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებს გეგმავს.

მათივე ცნობით, რუსული დარტყმები მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის.

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, ახლავე დატოვონ უკრაინა და გამოიყენონ სახმელეთო ტრანსპორტი, თუ უსაფრთხო იქნება.

მსგავსი თემები