,,აშშ-ის საელჩოს განცხადება „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით შოკისმომგვრელია”- ირაკლი კობახიძე 

  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმიანება. კობახიძის თქმით, საელჩოს განცხადება ,,შოკისმომგვრელია”. „როგორც თავად უყვართ ხოლმე თქმა, შოკისმომგვრელია ჩემთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო – ISFED-ი ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში აქტიურად იყო ჩართული. მისი მეშვეობით განხორციელდა გაყალბება, რაც იყო უმძიმესი ფაქტი და გახსოვთ, რა როლი შეასრულა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებამ 2020-ის არჩევნების შემდეგ. რადიკალური ოპოზიციისთვის ეს გახდა მაშინ მთავარი საყრდენი, რომ განეხორციელებინათ პარლამენტის საბოტაჟი. ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი. ISFED-ი მაშინ პირდაპირ იყო ჩართული იმ რევოლუციურ პროცესებში, რომელიც იყო მართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ … ვრცლად ,,აშშ-ის საელჩოს განცხადება „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით შოკისმომგვრელია”- ირაკლი კობახიძე