პატიმარმა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა, მისი მდგომარეობა მძიმეა

პატიმარი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა  ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხდა. დილით, როდესაც პატიმარი დაწესებულებიდან საპატიმროში უნდა დაებრუნებინათ, შემთხვევა სწორედ მაშინ მოხდა.

როგორც ექიმები აცხადებენ, პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.

არსებობს ვერსია, რომ პატიმარმა იარაღი ბადრაგს წაართვა და საკუთარ თავს ესროლა. ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ პაციენტი იმდენად იყო დასუსტებული, ის ბადრაგისთვის იარაღის წართმევას ვერ მოახერხებდა.

პატიმარი გურამ სვანიძე  ორი კვირის უკან დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ მან ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის თანხა არ გადაიხადა.

 

მსგავსი თემები