უკრაინა ამერიკისგან 775 მილიონიან დახმარებას მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის მორიგი დახმარების პაკეტს აცხადებს.  თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, 775 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა უკვე დემტკიცებულია.

როგორც შტატებში განმარტავენ, უკრაინა საბძოლო მასალას უწყვეტად მიიღებს.

„გვსურს დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს საბრძოლო მასალის უწყვეტი ნაკადი იმისთვის, რომ არსებული საჭიროებები და მოთხოვნები იყოს დაკმაყოფილებული. ეს დახმარება კი სწორედ ის არის, რაც უკრაინას სჭირდება“ – აცხადებენ  თავდაცვის უწყებაში.

 

მსგავსი თემები