უკრაინაში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

  დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტის,  თურქეთის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალურ მდივნის შეხვედრა გაიმართა. სამმხრივი შეხვედრის ერთ-ერთი თემა მარცვლეული იყო. პარალელურად, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზეც ისაუბრეს. სამმხრივ შეხვედრამდე, უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტები ცალკე შეხვდნენ. როგორც ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სამმხრივი შეხვედრის თეა იყო უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი; რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარება და საომარი მოქმედებების შეწყვეტა. თურქული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ერდოღანი მზადაა, ომში ჩართულ მხარეებს თურქეთში ისევ უმასპინძლოს.