დედ-მამის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო, კასპში 44 წლის მამაკაცი დააკავეს

დედ-მამის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო, კასპში 44 წლის მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი შვილის მხრიდან თანხის მოთხოვნა გახდა. ბრალდებულმა მამას ფული მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას მოკვლით დაემუქრა. ბრალდებულის თქმით, მან მშობლებს საკუთარი თანხა მოსთხოვა.

გორის სასამართლომ ბრალდებულს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

მსგავსი თემები