,,ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს სახლებს და სამშობლოს, რეალურად ვიცავთ ღირებულებებს და ევროპას”- ვიტალი კლიჩკო

,,ჩვენ ვიბრძვით და ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს სახლებს და სამშობლოს, რეალურად ჩვენ ვიცავთ ღირებულებებს და ევროპას, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინს არ სურს მისცეს შანსი უკრაინას იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი.

„ისინი საუბრობენ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, პოლონეთზე. ასევე არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანიის ნაწილი საბჭოთა იმპერიის ნაწილი იყო. ჩვენ ვიყავით სსრკ-ში და არ გვინდა იქ დაბრუნება. ამ უაზრო ომის მიზეზი ძალიან ნათელია. ჩვენი სურვილია ვიყოთ ევროკავშირის, ევროპული ოჯახის ნაწილი და პუტინს არ სურს მისცეს შანსი უკრაინას იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

 

მსგავსი თემები