დონეცკის რეგიონის დაბომბვას 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

დონეცკის გუბერნატორის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის რეგიონის დაბომბვას 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 7-მა ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

კირილენკოს ცნობით,  ერთი მოქალაქე ადეევკაში, ხოლო მეორე ზაიცევის რაიონში მომხდარი თავდასხმისას დაიღუპა.

 

მსგავსი თემები