,,მინდა, უკრაინა იყოს თავისუფალი და მსურს მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ უკრაინელების ერთიანობა  და პრეზიდენტ ზელენსკის ლიდერობა აძლიერებს. სააკაშვილის თქმით, მას უნდა უკრაინა იყოს თავისუფალი და  გამოთქვამს სურვილს, მონაწილეობა მიიღოს ბრძოლაში.

,,მე ვარ ტყვე, დაპატიმრებული საქართველოში, მაგრამ ჩემი გული უკრაინაშია. ჩემი ჯანმრთელობა განადგურდა, მაგრამ მინდა, უკრაინელებმა იცოდნენ, რომ სულიერად და ფიზიკურად მეხმარება ჩვენი ჯარისკაცების გმირობა, ხალხის ერთიანობა, პრეზიდენტ ზელენსკის ლიდერობა, უკრაინის მიმართ მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა და გამარჯვების მიმართ ჩემი უსაზღვრო რწმენა.
მე მინდა, უკრაინა იყოს თავისუფალი და მსურს, უშუალოდ მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები თავისიანს არ მიატოვებენ და ვემახსოვრები,”- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

მსგავსი თემები