სავიზო რეჟიმი რუსი ტურისტებისთვის

​ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კარგი იქნება თუ ევროკავშირის ქვეყნები ლიეტუვას მსგავსად, რუსი ტირუსტებისთვის სავიზო რეჟიმს აამოქმედებენ.

გაბრიელიუს ლანდსბერგის შეფასებით, ეს კიდევ ერთი მექანიზმი იქნება რუსეთზე ზეწოლის.

„უკრაინელები იძულებულები გახდნენ გაქცეულიყვნენს ქვეყნიდან.  ზოგიერთი მათგანი იქ რჩება და სიცოცხლისთვის, საკუთარი სახლებისთვის იბრძვის. ადამიანებს რუსეთიდან კი თავისუფლად შეუძლიათ იმოგზაურონ და ისარგებლონ თავისუფალი მსოფლიოს ყველა კეთილმოწყობილობით, რომელსაც მათი ხელისუფლება ებრძვის. ლიეტუვამ შეაჩერა ვიზების გაცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დასასვენებლად მიდიან… ნამდვილად მჯერა და იმედი მაქვს, რომ უკრაინელები არიან უნარიანი, ქმედითი და სანდო პარტნიორები. რაც მეტი იარაღი მიეწოდება უკრაინას, მით უფრო სწრაფად დამთავრდება ომი“, – აცხადებს საგარეო მინისტრი.

მინისტრი ევროკავშირს ურჩევს, სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.

მსგავსი თემები