ინტერნეტი გრაფიკით და „მაგთიკომი,“ რომელიც პასუხისმგებლობას არ იღებს

რამდენიმე დღეა, ვაშლიჯვრის მოსახლეობას კომპანია „მაგთი“ ინტერნეტს გრაფიკით აწვდის. როგორც მომხმარებლები აცხადებენ, 17:00 საათის შემდეგ ინტერნეტი ითიშება და ხან 22:00 საათზე მოდის, ხან დილას.

„3 დღეა, უპასუხისმგებლო კომპანია „მაგთი“ ინტერნეტს გრაფიკით გვაწვდის. 13 აგვისტოს რომ აამოქმედეს გრაფიკი, დღემდე ასე გრძელდება. 13-ში დაახლოებით 5 საათის შემდეგ გაითიშა და საღამოს ჩართეს, ასე იყო 14-შიც, 15-ში კი 5 საათის შემდეგ რომ გათიშეს, მთელი ღამე არც მოსულა, დილის 07:00 საათზე ჩართეს. ამ სამი დღის განმავლობაში, მეზობლებს დაახლოებით 20-ჯერ გვაქვს კომპანიაში დარეკილი, თუმცა, სულ ტყუილად, ვისმენთ  ავტომოპასუხის ხმას, რომ „ყველა ოპერატორი დაკავებულია“.

არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს თაღლითი კოპნია გადასახადებს ზრდის და ზრდის. მეორე დღეს რომ გათიშეს, სმს შეტყობინება მოგვივიდა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, კომპანია ანაზღაურებს ზარალს და გვირიცხავს 0.01 თეთრს. გესმით რა თავხედობაა, როგორ გვექცევიან? ხალხს სამუშაო გვქონდა, საქმე გაგვიფუჭდა და კომპანია 1 თეთრს გვინაზღაურებს თურმე. ამ კომპანიისთვის, არც მარეგულირებელი არსებობს და არც არანაირი პასუხისმგებლობა. სხვა შემთხვევაში,  სერიოზული სანქცია რომ დაეკისრებინათ, ასეთ სითავხედეს ვერც გაბედავდნენ“ – აცხადებენ დაზარალებულები.

შევეცადეთ, მომხდარის შესახებ თავად კომპანიისგან მიგვეღო ინფორმაცია, თუმცა, მათთა დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. კომპანიაში პასუხობენ რომ ყველა ოპერატორი დაკავებულია.  იმედს ვიტოვებთ, კომუნიკაციების კომისია დაინტერესდება პრობლემით.

მსგავსი თემები