უკრაინაში მებრძოლი უცხოელები შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ

უკრაინაში, სეპარატისტების მიერ დატყვევებული უცხოელები შესაძლოა სიკვდილით დაისაჯონ. „როიტერის“ ინფორმაციით,  შვედ, ხორვატ და ბრიტანელ მებრძოლებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ, რადაგანც მათ ოკუპანტები უკრაინული მხარის სასარგებლოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.

როგორც თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ბრიტანელ ჯონ ჰარდინგს, ხორვატ ვიეკოსლავ პრებეგს და შვედ მატიას გუსტაფსონს ბრალად ედება ფულის სანაცვლოდ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის სასარგებლოდ მონაწილეობა. იგივე ბრალი წარუდგინეს კიდევ ორ ბრიტანელს.

სასამართლომ გადაწყვეტილება ოქტომბერში უნდა მიიღოს.

მსგავსი თემები