ყირიმის დეოკუპაციის საკითხზე საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

უკრაინა ყირიმის გათავისუფლებაზე აქტიურად მუშაობს. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადება უკვე შეიქმნა ყირიმის დეოკუპაციის საბჭოც.

„ყირიმის პლატფორმის“ მომზადების თაობაზე შეხვედრა გავმართე. ველოდები გეოგრაფიის, დონის და მონაწილეთა რაოდენობის გაფართოებას. შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო ყირიმის დეოკუპაციის შესახებ, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ამ მიმართულებით ყველა აქტივობასა და პროექტს და უზრუნველყოფს ყირიმის პლატფორმის საქმიანობას“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

23 აგვისტოს „ყირიმის პლატფორმის“ სამიტი იმართება. ყირიმის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინა ეკონომიკური აღდგენის გეგმას წარადგენს.

 

მსგავსი თემები