კორონავირუსით საქართველოში 357 ვაქცინირებული ადამიანი გარდაიცვალა

2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში, სრულად ვაქცინირებულ პოპულაციაში (1 271 642) დაფიქსირდა COVID-19-ით სიკვდილის 357 შემთხვევა, მათ შორის ბუსტერიზებულ პოპულაციაში 22 შემთხვევა.  იგივე პერიოდში ქვეყანაში დაფიქსირდა COVID-19-ით სიკვდილის 2 530 შემთხვევა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დროის ამ პერიოდში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილთა შორის ლეტალობა 0.028%-ია. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ლეტალური გამოსავლის დადგომის შანსი სრულად ვაქცინირებულ ინფიცირებულ პირებში 72.75%-ით ნაკლები იყო არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. ხოლო, ერთი ბუსტერ-დოზის ადმინისტრირების შემთხვევაში ლეტალური გამოსავლის ალბათობა 84.17%-ით მცირდება.

მსგავსი თემები