მოსახლეობის დაპირისპირების გამო ცაგერისა და ლენტეხის, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიები ეკლესიის ჩარევას ითხოვენ

ცაგერისა და ლენტეხის, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და სამხარეო ადმინისტრაციას მიმართავენ.

საუბარია ორი ეპარქიის მოსახლეობის დავაზე მიწებთან დაკავშირებით.

„ჩვენი ეპარქიების მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის წარმოქმნილი უთანხმოება, რომელიც დაკავშირებულია ქვემო და ზემო სვანეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე მიწების ფლობასთან, ნებსით თუ უნებლიედ, იწვევს სადავო საკითხში ეკლესიის ჩართვის მცდელობას, რადგან ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ლატფარის წმინდა ლუკა მახარებლის სახელობის ტაძარი.

საკითხის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მივმართავთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციებს, ასევე – ყველა შესაბამის უწყებას, რათა დროულად შეიქმნას საკითხის შემსწავლელი კომისია, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან დაინტერესებული მხარეები და საბოლოოდ გადაწყვეტენ სადავო საკითხებს.

ხელისუფლების მიერ ზუსტად დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით ვიმოქმედებთ ჩვენც, რადგან ზემო და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციული საზღვარი განსაზღვრავს ჩვენი ეპარქიების იურისდიქციის ფარგლებს და, შესაბამისად, ამა თუ იმ ტაძრის კუთვნილების საკითხსაც“,- აღნიშნულია  გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი თემები