საქართველოში სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია მაღალი არ არის

სამედიცინო პერსონალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაღალი მოცვით არ გამოირჩევა. არსებული მონაცემებით, სანიტრების ვაქცინაციის მაჩვენებელი მხოლოდ 58.4%-ია.

„ყველაზე მეტი აცრა ჩატარებულია 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 50,7%. აბსოლუტურ ციფრებში ყველაზე მეტი აცრა ჩატარებულია თბილისში (აცრების 47.51%), აჭარასა და იმერეთში. მოზრდილი მოსახლეობის (18 წლის ზევით) სრული აცრის მოცვის გათვალისწინებით, ყველაზე მეტი აცრა ჩატარდა თბილისში (57.8%), აჭარასა (57%) და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში (52.8%).

ასაკობრივი კუთხით რისკის შემცველი მოსახლეობის აცრასთან ერთად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაცია. 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სექტორიდან მინიმუმ ერთი დოზით აცრილია ექიმების 83.8%, ექთნების 68.2%, სანიტრების 58.4% და ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის – 70.4%“ – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ანგარიშში.

მსგავსი თემები