უკრაინაში ტყვედ აყვანილი უცხოელები  შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დონეცკში „ბოევიკდების” მიერ ტყვედ აყვანილ უცხოელებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც ენტონი ბლინკენი ამბობს, მსგავსი რამ შემაშფოთებელია და მისი დაშვება არ შეიძლება.

„შეშფოთებულები ვართ განცხადებებით, რომელიც დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და ხორვატიის მოქალაქეებისთვის უკრაინის აღმოსავლეთში არალეგალური ხელისუფლების მიერ ბრალის წარდგენას ეხება. რუსეთი და მისი მარიონეტები ვალდებული არიან პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ უფლებას, მათ შორის სამხედრო ტყვეების უფლებებს“,- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რონ რუსი „ბოევიკები“ 15 აგვისტოს დაიწყებენ 5 უცხოელი ტყვის „სისხლის სამართლის საქმის“ განხილვას. არსებული ცნობით, თუ „ბოევიკები“ უცხოელი ტყვეების დანაშაულს „დაამტკიცებენ, მათ შეიძლება სიკვდილით დასჯა დაემუქროთ“.

 

მსგავსი თემები