დონალდ ტრამპის რეზიდენციაში საიდუმლო მასალების 11 პაკეტი აღმოაჩინეს

ფედერალებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეზიდენციიდან საიდუმლო დოკუმენტები ამოიღეს და დალუქეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი პრესა ავრცელებს. როგორც ინფორმაციაში ნათქვამი, რამდენიმე დოკუმენტს „გრიფით საიდუმლოც“ კი ადევს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფედერალური ბიუროს აგენტებმა რეზიდენციიდან 20-მდე ყუთი გაიტანეს. მათ შორისაა გარკვეული მასალები საფრანგეთის პრეზიდენტზე.

გამოძიება დონალდ ტრამპს, ამ ნაწილში, თეთრი სახლიდან დოკუმენტების გატანას ედავება, რაც კანონით ისჯება.

 

მსგავსი თემები