„თელასის“ დასანქცირების შემთხვევაში, კომპანიაში სპეციალური მმართველი დაინიშნება

დავით ნარმანიას განცხადებით, თუ უკრაინის მოვლენების გამო თელასს სანქციები დაუწესდება, საქართველოს მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა არ შეექმნება.

როგორც   საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ მედიაცენტრ მთავართან“ განმარტა, კომპანიაში სპეციალურ მმართველი დაინიშნება.

„თელასი არის „ინტერ-რაოს“ შვილობილი კომპანია. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის სანქცია განხორციელდება მასთან დაკავშირებით, მარეგულირებელ კომისიას შეუძლია, დანიშნოს სპეციალური მმართველი კომპანიაში და სპეციალური მართვის რეჟიმით მართოს კომპანია. მსგავსი პრაქტიკა არსებობს კომისიის უახლეს ისტორიაში. როცა მაშინდელ  „ყაზტრანსგაზ თბილისში“ სემეკს დანიშნული ჰყავდა სპეციალური მართველი და ის მართავდა კომპანიას სანამ კომპანიამ სრულყოფილი მომსახურების გაწევა ვერ შესძლო მოსახლეობისთვის“ – განმარტა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები