„წყალი პრაქტიკულად არც კი დაღვრილა ელექტროსადგურებიდან, რა ენერგიაც გამომუშავდა, ყველა ექსპორტზე გავიდა“ – დავით ნარმანია  

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, უხვი ნალექიდან გამომდინარე, საქართველომ წელს ექსპორტზე ელექტროენერგიის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გაიტანა.

„წელს ექსპორტზე ელექტროენერგიის საკმოდ მაღალი მაჩვენებელი გავიდა. ეს გამომდინარეობდა მოსული უხვი ნალექიდან.  იმაზე გაცილებით მეტი ენერგია გვქონდა, ვიდრე წინა წლებში. აქედან გამომდინარე, მაისი-ივნისის თვეებში ექსპორტზე ელექტროენერგიის რეკორდული მაჩვენებელი გავიდა. წყალი პრაქტიკულად არც კი დაღვრილა ელექტროსადგურებიდან, რაც კი გამომუშავდა, ყველა ექსპორტზე გავიდა“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, მომავალი თვეებიდან ქვეყანას იმპორტის განხორციელება მოუწევს.

„ახლა, უკვე ეტაპობრივად დეფიციტური თვეები მოდის, როცა იმპორტი ხდება საჭირო. შემოდგომიდან ელექტროენერგიის მოხმარება გაცილებით გაიზრდება. ამ პერიოდში ჩვენი ბაზარი დეფიციტურია. ამიტომ, ხდება იმპორტის განხორციელება მეზობელი ქვეყნებიდან“ – განმარტა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავართან“.   

მსგავსი თემები