მინისტრის განცხადებით, სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა თავად

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამას ადასტურებს ის, რომ სააკაშილი იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში და არა რეანიმაციაში.

პენიტენციური სამსახური არ იღებს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე. გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელმაც სასჯელი ან უნდა გადაუვადოს ან უნდა გაათავისუფლოს. მე არ ვარ ექიმი და თავს არ მივცემ უფლებას ვისაუბრო სამედიცინო მანიპულაციაზე და ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს ადამიანი იმყოფება თერაპიულ და არა რეანიმაციულ, ან ინტენსიურ განყოფილებაში. აქედან გარკვეული დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი. ეს ადამიანი არ შიმშილობს, ყველა სახის ღონისძიება უტარდება, რასაც საავადმყოფო ჩათვლის საჭიროდ“,- აღნიშნა მინისტრმა მედიასთან.

 

მსგავსი თემები