დონალდ ტრამპის განცხადებით, ფედერალები პირველი ლედის ტანსაცმელში იქექებოდნენ

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები, რომლებიც მის სახლში შეიჭრნენ, პირველი ლედის პირად ნივთებსა და ტანსაცმელებში იქექებოდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას დონალდ ტრამპი სოცილურ ქსელში ავრცელებს.

„რეზიდენცია დილის 06:30-ზე გაჩხრიკეს. იყო ძალიან ბევრი აგენტი. ახლა გავიგე, რომ ისინი პირველი ლედის ტანსაცმელში და პირად ნივთებში იქექებოდნენ“, – ამბობს დონალდ  ტრამპი.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას უკავშირდება.

 

მსგავსი თემები