14 დიაგნოზს 3 დაემატა – როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში ძმამ, გიორგი სააკაშვილმა მოინახულა. როგორც კლინიკადან გამოსულმა სააკაშვილმა აღნიშნა, დიაგნოზის რაოდენობა იზრდება და მისი ძმა საკმაოდ მძიმედაა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. ჩემი ვარაუდი გამართლდა, მართლაც ძალიან სუსტად არის. საუბრისას გაირკვა, რომ ბოლო 2-3 დღის მანძილზე დაემატა კიდევ 3 დიაგნოზი და აქედან არის დასკვნა, რომ საქართველოში ვერ ხერხდება, რომ უკეთესობისკენ განვითარდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.  ველოდებით უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლას, რომ სიტუაციის შეფასება მოხდეს, რომ რაც შეიძლება მალე განხორციელდეს მისი ტრანსპორტირება საზღვარგარეთ.

თუ არ ვცდები, 14 დიაგნოზი აქვს უკვე დასმული და ბოლო 3 დღეში 3 დიაგნოზი დაემატა, რაც კატასტროფის ტოლფასია. სიცხეც აღენიშნება ბოლო 3 დღის მანძილზე. ერთადერთი ხსნა, რომ ადამიანი გადავარჩინოთ, არის მისი საზღვარგარეთ გადაყვანა“ –  განაცხადა გიორგი სააკაშვილმა ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები