უკრაინა რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვას ისევ ითხოვს

უკრაინა უკვე მეორედ აჟღერებს დასავლეთისადმი მოთხოვნას, რომ რუსეთის მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტონ და ვიზები არ მისცენ.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს,  ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა.

„პრეზიდენტი ზელენსკი აბსოლუტურად მართალია, როცა  ამას მოითხოვს. რუსების უმეტესობა მხარს უჭერს ომს უკრაინაში. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების კვეთის უფლება, ვიდრე არ ისწავლიან მათ პატივისცემას“, – წერს კულება სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები