„შეერთებული შტატები, ტაივანის კოზირს იყენებს ჩინეთის განვითარების შესაჩერებლად“ – ელჩის განცხადება

საქართველოში ჩინეთის სრულუფლებიანი ელჩის, ჭოუ ციენის განცხადებით, ტაივანის ამჟამინდელი ხელისუფლება შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედად ცდილობს დამოუკიდებლობის დღის წესრიგის გატარებას. მისივე შეფასებით, ტაივანი ცდილობს  კონტინენტურ ჩინეთთან ისტორიული და კულტურული კავშირების გაწყვეტას და ეროვნული იდენტობის წაშლას.

როგორც ელჩი განმარტავს, აღნიშნულ ქმედებებს  ჩინელი ხალხი არ შეეგუება.

„შეერთებული შტატები, თავის მხრივ, ტაივანის გამოყენებით ცდილობს ჩინეთის შეკავებას, ტაივანის კოზირს იყენებს ჩინეთის განვითარების შესაჩერებლად, იგი მუდმივად ამახინჯებს ცვლის და არასწორად გადმოსცემს ერთი ჩინეთის პრინციპს.

წელიწადნახევარში, შეერთებულმა შტატებმა ტაივანს მოწინავე შეიარაღება უკვე ხუთჯერ მიჰყიდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ინარჩუნებს ერთი ჩინეთის პოლიტიკას და მხარს არ უჭერს ტაივანის დამოუკიდებლობას, მაგრამ როგორც ჩინელები ვამბობთ, ქცევები სიტყვებზე უფრო ნათლად მეტყველებს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელასის ვიზიტი დამოუკიდებლობის ძალებს მძლავრ მესიჯს უგზავნის, რომ შეერთებული შტატები მათ გვერდშია“ – აცხადებს ელჩი.

ჭოუ ციენის შეფასებით,  მსგავსი ქმედებები წაახალისებს ტაივანის დამოუკიდებლობის ძალებს, რომ სახიფათო გზაზე წინ წავიდნენ.

„ტაივანის საკითხი ჩინეთის სუვერენიტეტისა და გაერთიანების პრინციპული საკითხია, რაც თავიდან ბოლომდე ჩინეთის საშინაო საქმეა. პელოსის ვიზიტი ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპების დარღვევაა, რამაც ჩინელების შეშფოთება გამოიწვია. ერთი ჩინეთის პრინციპის დამახინჯებას და ტაივანის სრუტეში გამიზნულად არეულობის გამოწვევას, ჩინელი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება. ამ ქმედებების საპასუხოდ ჩინეთი იღებს ყველა საჭირო ზომას“ – აღნიშნა ელჩმა.

„ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია“ – ჩინეთის ელჩის განცხადება

მსგავსი თემები