„დიდი შვიდეული“ რუსეთს მოუწოდებს, ატომურ სადგურზე კონტროლი დააბრუნოს

„დიდი შვიდეულის“ საგარეო მინისტრები რუსეთს მიმართავენ და  მოუწოდებენ,  ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაუყოვნებლივ უკრაინას დაუბრუნონ.

„რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიას და სუვერენიტეტს. მოვითხოვთ, რუსეთმა დაუყოვნებლივ გადასცეს სრული კონტროლი მის კანონიერ სუვერენულ მფლობელს, უკრაინას, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ატომურ ობიექტზე, რათა უზრუნველყოს მათი უსაფრთხო და დაცული მუშაობა“, – აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

 

მსგავსი თემები