ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას „მწვანე შუქი“ აუნთო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას თანხმობა მისცა და  შესაბამის პროტოკოლს ხელი მოაწერა.

ხელმოწერის ცერემონიალი თეთრ სახლში გაიმართა. როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, მოკავშირეებმა არ უნდა გააჭიანურონ პროტოკოლზე ხელმოწერა.

„ამერიკა, შვედეთი და ფინეთი ერთად გავაგრძელებთ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე სიფხიზლეს, შევაკავებთ საფრთხეებს და წინააღმდეგობას გავუწევთ აგრესიას, თუ ის წარმოიქმნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა ცერემონიალზე.

 

მსგავსი თემები