„რაც აქ ჩამოვედი, 2.5 წლის წინ, ყოველი დღე ვცდილობდი  პოლიტიკური ლიდერების გაერთიანებას“ – კელი დეგნანი

ამერიკის ელჩი საქარველოში იმედგაცრუებული და გულგატეხილია, როგორც ელჩი აცხადება, მას არაფერი დაუკლია, რომ პოლიტიკური ლიდერები გაეერთიანებინა.

„ვცდილობდი მათ დახმარებას იმ ღრმა პოლარიზაციის დასაძლევად, რაც აქ არსებობს. გულდასაწყვეტია  მოსმენა, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ეს სიმართლეა, ცდილობენ, დაადანაშაულონ დასავლელი პარტნიორები იმაში, რომ ისინი არიან პასუხისმგებელი საქართველოში არსებულ ღრმა პოლარიზაციასა და პოლიტიზებულ გარემოზე.

ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება, როდესაც ამდენი ვიმუშავეთ რათა დავხმარებოდით საქართველოს ამის გადალახვაში. ხალხისთვის გულდასაწყვეტია იმის მცდელობა, რომ დაადანაშაულონ საქართველის დასავლელი პარტნიორები იმაში, რაც საქართველოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შექმნა და საჭიროებს აღმოფხვრას“, – განაცხადა კელი დეგნანმაფორმულასთან“.

 

მსგავსი თემები