უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს სთხოვს, საზღვარი რუსეთის ყველა მოქალაქეს ჩაუკეტონ

პრეზიდენტს ზელენსკის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, რომელიც შეუძლია დასავლეთმა რუსეთს დაუწესოს, საზღვრების ჩაკეტვაა.  პრეზიდენტის შეფასებით,  რუსებმა უნდა იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე ფილოსოფიას არ შეცვლიან.

„რანაირი რუსიც არ უნდა იყოს, აიძულეთ მათ, წავიდნენ რუსეთში.  ისინი ამბობენ, ამ ომს ჩემთან რა საქმე აქვს-ო. მთელი მოსახლეობა ვერ აგებს პასუხს, ეს შესაძლებელია? კი შესაძლებელია. მოსახლეობამ აირჩია ეს მთავრობა და ისინი მას არ ებრძვიან, არ ეჩხუბებიან, არ უყვირიან. არ გინდათ ეს იზოლაცია? თქვენ ამბობთ, რომ მთელი სამყარო თქვენი წესებით უნდა ცხოვრობდეს. მაშინ წადით და იცხოვრეთ რუსეთში. ეს ერთადერთი გზაა პუტინზე ზემოქმედებისთვის“, – აცხადებს ზელენსკი და დასავლეთს საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდებს.

მსგავსი თემები