„ის ომი ჯერ არ ჩაბარებია ისტორიას, ის არ ჩაბარებია წარსულს“ – ზელენსკი აგვისტოს ომზე

„ამ დღეებში იხსენებენ რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს. ბევრს საუბრობენ ამ ომის მიზეზებსა და მის შედეგებზე. საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე ბევრად გაზარდა რუსეთის ხელისუფლების გამბედაობა. მაგრამ  ის ომი ჯერ არ ჩაბარებია ისტორიას, ის არ ჩაბარებია წარსულს“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, უკრაინაში ომის შემდეგ გაყინული კონფლიქტი არ უნდა დარჩეს. მისი თქმით, კავკასიის ამ ნაწილში რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხე კვლავაც არსებობს.

„აუცილებელია საუბარი არა მხოლოდ იმაზე, რაც იყო, არამედ იმაზე, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი. მაშინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია და არა მხოლოდ იმის გამო, რომ კავკასიის ამ ნაწილში რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხე კვლავაც შენარჩუნებულია, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ გაყინულია. მხოლოდ ახლა დაიწყო მსოფლიო გაცნობიერება, რომ საჭიროა რეალური, ქმედითი ინსტრუმენტები, რომ ასეთი აგრესია არ იყოს დაშვებული და აგერესორებმა აგონ პასუხი“ – აღნიშნავს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

როგორც ზელენსკი აცხადებს რუსეთის მიერ წარმოებულ სხვადასხვა  ომს სხვადასხვა ხასიათი აქვს.

„2008, 2014 და 2022 – ამ წლებში დაწყებულ ომებს სხვადასხვა მასშტაბი და ხასიათი აქვს, მაგრამ მომხდარს ერთი არსი აქვს – უსაფრთხოების რეგიონულმა და გლობალურმა მექანიზმებმა არ იმუშავეს. სწორედ ამიტომ არის საჭირო საერთაშორისო ურთიერთობებში აუცილებელი პრევენციის პრინციპი, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით.  თუ რომ რომელიმე სახელმწიფო ამზადებს აგრესიას,  მაშინ, მსოფლიოს რეაგირება უნდა იყოს ანალოგიური, როგორც უკვე მომხდარ აგრესიაზე. არაა საჭირო დარტყმებისა და მსხვერპლის ლოდინი, აუცილებელია მოქმედება, რათა ასეთი რამ არ იყოს დაშვებული. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ამ ომის შემდეგ არ უნდა დარჩეს გაყინული კონფლიქტები. ესაა მთავარი დასკვნა“ – აცხადებს ზელენსკი.

მსგავსი თემები