,,ყველაზე დიდი მავნებლობაა, ტურიზმის დადებით ტენდენციებს ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ხელს უშლიდე”- ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტურიზმი არის ერთ-ერთი დარგი, რომელიც ყველაზე მეტად ინკლუზიურია და ბევრ ადამიანს ასაქმებს. მისივე თქმით, ყველაზე დიდი მავნებლობაა, ტურიზმის დადებით ტენდენციებისთვის ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ხელის შეშლა.

,,ტურიზმთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, დადებითი დინამიკა და სამწუხაროდ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, მხოლოდ ასე შეიძლება ჩვენ მოვიხსენიოთ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რომ დადებით ტენდენციებზე ნეგატიური ზემოქმედება მოახდინონ და ამით რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის საცხოვრებელი პირობები, ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესონ.

ტურიზმი არის ერთ-ერთი ის დარგი, რომელიც ყველაზე მეტად ინკლუზიურია და ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმებას ახდენს. ტურიზმის შედეგად მიღებული შემოსავლები აისახება ძალიან ბევრ ჩვენ მოსახლეზე და ძალიან ბევრი ადამიანი არის ტურიზმის ინდუსტრიაში ამა თუ იმ ფორმით დასაქმებული, შესაბამისად, ალბათ ყველაზე დიდი, მე ვფიქრობ, რომ პირდაპირ შეიძლება ითქვას, მავნებლობა, არის როდესაც ტურიზმის დადებით ტენდენციებს ადამიანი ხელს უშლიდე პოლიტიკური, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები