,,ცხინვალზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა”- დიმიტრი მედვედევი

,,ცხინვალზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევის მტკიცებით ქართულმა მხარემ  საარტილერიო დარტყმები განახორციელა  საცხოვრებელ უბნებზე, სამოქალაქო ობიექტებზე, საავადმყოფოებსა, სკოლებსა და რუს სამშვიდობოებზე.

„ცხინვალზე და სხვა დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად – საარტილერიო დარტყმებით საცხოვრებელ უბნებზე, სამოქალაქო ობიექტებზე, საავადმყოფოებსა, სკოლებსა და რუს სამშვიდობოებზე. ამგვარად, ვაშინგტონის მიერ კონტროლირებადმა მარიონეტულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, სამხრეთ ოსეთისთვის თავს მოეხვია მათი გაგებით, „დემოკრატია და ჰუმანიზმი“ და ძალით დაებრუნებინათ ის საქართველოს შემადგენლობაში მთელი ერის განადგურების ხარჯზე. ცხადია, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა. ჩვენ უბრალოდ ცრემლს ვერ მოვიწმენდდით და თავს ვერ დავხრიდით სისხლიანი სულელის წინაშე, ხალხს მის საჯიჯგნად ვერ მივატოვებდით“, – განაცხადა მედვედევმა.

მსგავსი თემები