,,პრემიერმა ყველაფერი მშვენივრად იცის – ფაქტებს ვერ გავექცევით, აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი – კოდორის ხეობა ზუსტად 2008 წელს დაიკარგა”- ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ „პოსტზე“ ჟურნალისტის კითხვას პასუხობს და აღნიშნავს, რომ  პრემიერმა ყველაფერი მშვენივრად იცის.

მისივე თქმით, აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი – კოდორის ხეობა ზუსტად 2008 წლის აგვისტოს ომში დავკარგეთ.

„შეიძლებოდა პასუხის გარეშე დაგვეტოვებინა, მაგრამ უბრალოდ ვერ მოვითმინე, რომ პასუხის გარეშე დავტოვო. ვფიქრობ, რომ თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ პრემიერმა ყველაფერი მშვენივრად იცის. თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცის ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში რა და როდის ხდებოდა, მაგრამ თქვენ, ჩვენ უბრალოდ ფაქტებს ვერ გავექცევით, ვერ დამალავთ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი – კოდორის ხეობა ზუსტად ამ პერიოდში დაიკარგა. ხომ? მადლობთ!,“ – განაცხადა ლევან  დავითაშვილმა.

მსგავსი თემები